Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ბრიტანეთის ელჩის განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები

მარშალ პრესი 09/12/2025
irakli kobakhidze
სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, –  ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც ბრიტანეთის ელჩის მიერ ერთ-ერთ უნივერსიტეტში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ამ კონტექსტში, მე მახსენდება ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ Deep State-მა არსებითი გავლენა მოიპოვა ბრიტანეთის ხელისუფლებაზე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ყველაფერი აიხსნას. სუვერენული, ღირსეული ბრიტანული ბიუროკრატია ასე არ მოიქცეოდა, როგორც იქცევა ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, უნდა გავიხსენოთ ლიზ ტრასის სიტყვები, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ Deep State-მა სუვერენიტეტი დააკარგვინა ბრიტანეთის ხელისუფლებას. ელჩის ასეთი განცხადებები პირდაპირ შეიძლება განიმარტოს, როგორც ღირსებაჩამორთმეული და სუვერენიტეტდაკარგული ქვეყნის ელჩის განცხადებები. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. საუბარია დიდ ბრიტანეთზე და ინგლისზე, რომელიც ტრადიციულად მიიჩნეოდა, როგორც დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის აკვანი.
ასეთ პირობებში, პირდაპირ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოს ელჩი ამ ძირეულ პრინციპებს. რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ასე არ მოიქცეოდა. ასეთი განცხადებების კეთებას, ბრიტანეთის ელჩს ურჩევნია ბოდიში მოიხადოს  იმ სიყალბით გაჯერებულ სიუჟეტზე, რომელიც ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს 10:0, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი – ზაზა დობორჯგინიძე
Next: ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა აშშ-თან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.