Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ტრამპმა ევროკავშირს პოლიტიკური ომი გამოუცხადა – ჟოზი ბორელი

მარშალ პრესი 09/12/2025
x

x

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.

„ვენსმა მიუნხენში უკვე ნათლად გამოხატა თავისი ზიზღი ევროპის მიმართ, რომელიც ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დონემდე აამაღლა. ეს ევროკავშირისთვის პოლიტიკური ომის გამოცხადებაა. მას სურს თეთრი ევროპა, რომელიც ერებად არის დაყოფილი და მის მოთხოვნებსა და ხმის მიცემის პრეფერენციებს დაემორჩილება.” – წერს ბორელი X-ზე.

მისივე თქმით, ევროპელმა ლოდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი მათი მოწინააღმდეგეა და მტკიცედ უნდა დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი.

“ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი ჩვენი მოწინააღმდეგეა, შიშისა და თვითკმაყოფილი დუმილის მიღმა დამალვა და ამის ნაცვლად, მტკიცედ დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი – ტექნოლოგიურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე პოლიტიკურ საკითხებში.” – წერს ჯოზეფ ბორელი.

Post navigation

Previous: ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ
Next: მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს, საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.