Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი. ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი

მარშალ პრესი 08/12/2025
irakli kircxalia1

ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

კირცხალიას თქმით, ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი.

„ამ ადამიანების მიზანი და სურვილი არის ერთი, მაქსიმალურად შეასრულონ ის დაკვეთა, რომელიც მოდის უცხოური სპეცსამსახურებიდან და ჩვენ ამას ბოლო დღეებია, ბოლო წლებია ძალიან კარგად ვხედავთ. იმ სცენარებს, თუ რომელ სცენარებსაც ასრულებენ აქ ესენი ყურმოჭრილად. არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარებს, არ აქვს მნიშვნელობა ე.წ. ვითომ პარტიებს, სხვადასხვა ფერისას და სხვადასხვა ნომრისას. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან აფილირებულ გამომცემლობებსა თუ ტელევიზიებს. მათ აქვთ ერთი, მათი ბედი არის აგენტის ბედი. მოვიდა დავალება, უნდა შეასრულონ ეს დავალება. არაერთხელ გვითქვამს, განვმეორდები და შევახსენებ საზოგადოებას, როდესაც ქვეყანა გადაწვეს და რეალურად ფიქრობს თავის რეალურ დამოუკიდებლობაზე, თავის სუვერენიტეტზე, თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასეთი ტიპის ბრძოლები, ასეთი ტიპის კამპანიები, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ემსახურება ერთს, ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით მათმა პატრონებმა ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების მორყევა შეიძლება, როდესაც ის არის ეკონომიკურად მოწყვლადი. ვერ იტანენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებებიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და ეს გადაწყვეტილებაა ერთი, რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებელი, ვიზრუნოთ ჩვენს სუვერენიტეტზე, ვიზრუნოთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს პოლიტიკა გვაძლევს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელი ეკონომიკური შედეგებითაც და მონაცემებითაც დავიწყე მე დღეს ბრიფინგი.

ამას ვერ იტანენ და ამას ებრძვიან სხვადასხვა სახელითა და გვარით, სხვადასხვა ორგანიზაციით, სხვადასხვა არასამთავრობოთი თუ ტელევიზიით. ეს არის მათი აგენტურა, რომელიც ასი პროცენტით არის გაშიფრული“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია
Next: მოსკოვი შორს არის იზოლაციისგან – პუტინი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი, მით უფრო მეტად შეძლებს მისი არმია წინსვლას ბრძოლის ველზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.