Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

POLITICO: ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს

მარშალ პრესი 08/12/2025
J

J

სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-სა და უკრაინას შორის შეფერხდა ერთი მთავარი საკითხის გამო – როგორ აიძულონ უკრაინა, დათმოს ის, რისი ხელში ჩაგდებაც კრემლმა ვერ შეძლო ომის დროს – დონბასის რეგიონი, – წერს გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

„ტერიტორიების საკითხს ამერიკელები მარტივად უდგებიან: რუსეთი უკრაინას ტერიტორიების დათმობას სთხოვს, ამერიკელები კი სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ ეს“, – განუცხადა POLITICO-ს მოლაპარაკებების პროცესში ჩახედულმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.

„ამერიკელები დაჟინებით მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი დატოვოს… ასე თუ ისე“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა.

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება არსებულ ხაზებზე ომის გაყინვას უნდა გულისხმობდეს. ამჟამად დონბასის დაახლოებით 30 პროცენტი კვლავ უკრაინის ხელშია.

Post navigation

Previous: ALDE, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, რომლებიც იყვნენ ALDE-ს წევრები, მათ წაახალისეს, შეუქმნეს განცდა, განწყობა და შემართება, რომ ეს ჩაედინა ალეკო ელისაშვილს
Next: „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.