Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

აშშ ეუთოს დატოვებით იმუქრება, თუ ორგანიზაცია რეფორმებს არ გაატარებს

მარშალ პრესი 08/12/2025
usa osce

შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს ეუთოს ულტიმატუმი წაუყენა: რეფორმების გატარება ან ორგანიზაციიდან ამერიკის შესაძლო გასვლა. ამის შესახებ ონლაინ პლატფორმა Security and Human Rights Monitor იტყობინება.

ვენაში გამართულ ეუთოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთ-ერთმა ბოლო მომხსენებელმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს უფროსმა თანამდებობის პირმა, ბრენდან ჰანრაჰანმა განაცხადა: „შეერთებული შტატები კვლავ ჩართულია ეუთოს საქმიანობაში, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ სათანადო რეფორმირების შემთხვევაში, ამ ორგანიზაციას კვლავ შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. თუმცა, რეფორმა აუცილებელია როგორც ეუთოს მიერ ევროპაში უსაფრთხოების ხელშეწყობის მისიის შესრულების, ასევე აშშ-ის მონაწილეობისა და ჩართულობის გაგრძელების უზრუნველსაყოფად“.

ჰანრაჰანმა განაცხადა, რომ ეუთო „წლების განმავლობაში უმოქმედოა“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილება რეალური უნდა იყოს,. „მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. არანაირი სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. რეალური, სერიოზული ცვლილებები.“

ჰანრაჰანმა სამი კონკრეტული პირობა წამოაყენა.

პირველი: ბიუჯეტის შემცირება. აშშ „2026 წლის დეკემბრისთვის ყოველწლიურ ბიუჯეტში მინიმუმ 15 მილიონი ევროს შემცირებას ელის.“ რესურსები „უნდა დაიხარჯოს არა კონფერენციების მასპინძლობაზე ან ანგარიშების წერაზე, არამედ სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდამჭერ მისიებზე.“

მეორე: ძირეული ცვლილებები. ეუთომ უნდა შეწყვიტოს „ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი“ და „შეწყვიტოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად მიჩნევა. მონიტორინგის მნიშვნელოვანი სამუშაო, იქნება ეს საზღვრები, თუ არჩევნები, შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ ჩართული სახელმწიფოების სრული თანამშრომლობით“, – თქვა მან.

მესამე: რუსეთის ჩართვა. ეუთომ „უნდა შეწყვიტოს იმ აქტორებისთვის გვერდის ავლა, რომელთა ყოფნაც აუცილებელია მშვიდობისთვის“, – თქვა მან და დასძინა, რომ „რუსეთის მონაწილეობით კონფლიქტის მართვა მხოლოდ რუსეთთან ჩართულობით არის შესაძლებელი“.

მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ეუთო „შეასრულოს თავისი ძირითადი მისია“, რომელიც განსხვავებული ხედვების მქონე სახელმწიფოების მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებას გულისხმობს – ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის, სასაზღვრო უსაფრთხოების, ტერორიზმისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების მოგვარებას და საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფაში დახმარებას.

ჰანრაჰანმა დაასკვნა: „თუ ეუთო გააგრძელებს ამჟამინდელ გზას, აშშ გააგრძელებს ჩვენი მონაწილეობისა და მხარდაჭერის შეფასებას“.

Post navigation

Previous: 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.