Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი BBC-ის ფილმზე: ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის “დიფსთეითის” საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით

მარშალ პრესი 07/12/2025
mikheil kavelashvili

ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა – ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფსთეითის“ საპასუხო ნაბიჯები, მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედის კვირა“ BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს, რუსთაველზე მიმდინარე აქციების დასაშლელად სპეცრაზმმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გაიხსენა, თითქოსდა სახელმწიფო მას აწამებდა და აღნიშნა, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი და სააკაშვილის ე.წ წამების საქმე ერთი და იგივეა, რადგან ორივე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება.

„მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა მძიმე წონად ითვლება „ბიბისის“ ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედია საშუალებით გაშუქდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი. როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედია საშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათო მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და ხვალ შეიძლება ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

Post navigation

Previous: ჩინეთი არ ყიდულობს ევროკავშირს, ის ყიდულობს ევროპული ეკონომიკის „კრიტიკულ წერტილებს“
Next: ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.