Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სახელმწიფო მდივნის მოადგილე: არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ევროპის ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ

მარშალ პრესი 07/12/2025
JPG resized with https://ezgif.com/resize

JPG resized with https://ezgif.com/resize

ჩემმა ბოლო ვიზიტმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე ერთადერთი მთავარი შთაბეჭდილება დამიტოვა – აშშ დიდი ხანია, ვერ უმკლავდება თვალშისაცემ შეუსაბამობას ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს შორის, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ.

„ეს თითქმის ერთი და იგივე ქვეყნები არიან ორივე ორგანიზაციაში. როდესაც ეს ქვეყნები ნატოს ქუდს იხურავენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოების ქვაკუთხედია. მაგრამ როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის ქუდს იხურავენ, ისინი ახორციელებენ ყველა სახის დღის წესრიგს, რომელიც ხშირად სრულიად ეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებსა და უსაფრთხოებას – მათ შორის არის ცენზურა, ეკონომიკური სუიციდი/კლიმატური ფანატიზმი, ღია საზღვრები, ეროვნული სუვერენიტეტის უგულებელყოფა/მულტილატერალური მმართველობისა და გადასახადების ხელშეწყობა, კომუნისტური კუბის მხარდაჭერა და ა.შ. ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება“, – აღნიშნა კრისტოფერ ლანდაუმ.

„ევროპის დიდებული ერები ან ჩვენი პარტნიორები არიან იმ დასავლური ცივილიზაციის დაცვაში, რომელიც მათგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ან არ არიან. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თავი მოვიკატუნოთ, რომ პარტნიორები ვართ, ვიდრე ეს ქვეყნები ბრიუსელში ევროკავშირის არაარჩევით, არადემოკრატიულ და არაწარმომადგენლობით ბიუროკრატიას ცივილიზაციური სუიციდის პოლიტიკის გატარების უფლებას აძლევენ“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის არ მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება
Next: კახა კალაძე BBC-ის რეპორტაჟის დეტალებზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.