Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო

მარშალ პრესი 06/12/2025
irakli kobakhidze3

აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

“ამრიგად, რადგან ე.წ. „კამიტის“ და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს -კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას – ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.

დასასრულს, მადლობას გადავუხდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს, რომელმაც სიცრუით გაჯერებულ რეპორტაჟში წამოყენებული საკითხების უსწრაფესად გამოძიება უზრუნველყო. აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, არ დაუშვებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ აგენტურას მისცეს შესაძლებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნან და სახელმწიფოებრივი ინტერესები დააზიანონ”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი“ საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია, გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია
Next: ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.