Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?

მარშალ პრესი 06/12/2025
levan chotorlishvili

გასაგებია რომ BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას. დანაშაულს გადააბრალებს ქართველ ინფორმატორებს, მათ შეგვიყვანეს შეცდომაშიო. მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა? ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულის ტოლფასი დანაშაულია,- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჭოტორლიშვილი “გულწრფელ” იდიოტებს უწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული ფილმის შექმნაში.

“გასაგებია რომ “ბი ბი სი” საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას. დანაშაულს გადააბრალებს ქართველ ინფორმატორებს, მათ შეგვიყვანეს შეცდომაშიო. მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა? ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება, ქიმიური იარაღის გამოყენების დანაშაულის ტოლფასი დანაშაულია. კაზუს ბელი, გლაივიცის პროვოკაციის მსგავსი რაც ჰიტლერმა და ნაცისტებმა ჩაიდინეს. გამოძიება დაიწყო და ვერ გაჩერდება. ბრალი უმძიმესია. მე მგონი ინფანტილები ჯერ ვერ ხვდებიან რა შარში გაეხვნენ. ჩვეულებრივი პიარი და დეზინფორმაცია ეგონათ. ალბათ ეხლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ პოლიციური ქიმიური სპეცსაშუალებები (რომელბიც ლეგალურია, და საქართველომ ისრაელისგან შეიძინა) აერიათ აკრძალულ ქიმიურ იარაღში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. ისეთი “სატოპკე” აუწიეს ხელისუფლებას რომ თვითონ ვერც ხვდებიან. ალეკო ელისაშვილის საქციელი ამასთან შედარებით ბავშვური ხუმრობაა. მე პირადად მხოლოდ ერთ გამართლებას ვპოულობ მათ საქციელში, იმას რომ მართლა გულწრფელი იდიოტები არიან და ვერ ხვდებოდნენ რა გააკეთეს.”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: სამი “საოცრება” ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. “კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს
Next: არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.