Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – არახამია უსირცხვილო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს – მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა

მარშალ პრესი 28/06/2022
ირაკლი კობახიძე

არახამია უსირცხვილო, სამარცხვინო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დავით არახამიას ადგილზე რომ იყოს, „ერთი ღამითაც არ დაეძინებოდა“.

„არახამია ვინ არის, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილმა თვითონ აღნიშნა, რომ მისი „დაფრთიანებულია“, მერე „Free Misha”-ს მაისურით გამოდიოდა თვითონ. ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, მგონი საზოგადოებაც აფასებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი. დღეში ასეულობით ადამიანი ეღუპებათ უკრაინაში, უმძიმესი ვითარებაა და ამ დროს მას სცხელა, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკოს. მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა, მაგრამ სინდისი რომ არ გაქვს და შუბლის ძარღვი, არახამია რომ ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის მოიცლი. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი, რა უნდა ვილაპარაკო მასზე, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დავით არახამია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს.

„ის არის იმ სცენარის თანამონაწილე, რომელიც ბაკურიანში „მოიხარშა“. სამარცხვინო კაცია, თავის თავს მიხედოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი – პრეზიდენტს სიტყვით რაღაცების გაფუჭება შეუძლია, მაგრამ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს, ამიტომ შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში“, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობისას”
Next: ირაკლი კობახიძე – გალერი ამბობს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო, ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ და უჯიშოებს დარჩეთ ქვეყანა – გრეგორევამ კი ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს, თავის ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.