Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როცა პრეტენზია გაქვს, რომ მოწამლაზე საუბრობ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევით, ლაბორატორიულად დადასტურების გარეშე, ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა

მარშალ პრესი 05/12/2025
maia nikoleishvili

ნებისმიერ ეჭვს კლინიკურად ტოქსიკოლოგები ადგენენ და ბატონი თემურ კობიძე გამოვიდა კიდეც, ის არის ამაში სერტიფიცირებული და კომპეტენტური, – განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ საუბრისას. მისი განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველანაირი მოსაზრება არის ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს. “მე, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, შეიძლება ეჭვი მივიტანო რომ აქ ეს არის, მაგრამ მერე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის გარეშე ყველაფერი არის ჩემი ფანტაზიები, ვარაუდები და ფასი არ აქვს.

როცა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად მოვა პასუხი რომ აქ აღმოჩნდა ეს ნივთიერება ან ამ ნივთიერების დაშლის საბოლოო პროდუქტი ამ კონცენტრაციით, იქ არის მოწამვლა – დანარჩენი ეს ყველაფერი არის ზღაპარი, ნულია, მისი რელევანტურობა და დამაჯერებლობა. ჩვენ რომ ახლა ვიყოთ 90-იანი წლების საქართველოში, როცა ბნელოდა, როდესაც ქრომატოგრაფები ძველი იყო უკვე, როდესაც სასექციოში ფანრით შევდიოდი, დენი არ იყო, ქიმიური ლაბორატორია მუშაობდა, მაგრამ რეაქტივები ძალიან ჭირდა. ჩვენ რომ იმ დროში ვიყოთ და როგორც ჩანს, ის პედიატრები მამა-შვილი დარჩნენ 90-იან წლებში და მე მახსოვს მძიმე პერიოდი. მაგრამ დღეს ხომ ეს დრო არ არის, ისინი იქ დარჩნენ როდესაც ასე გამოკითხვების ამარა აგროვებ [მასალას]? ეს არის სიბნელე. 90-იანებში და 9 აპრილის დროს, კი ბატონო, მეტი საშუალება არ იყო. მაშინ ძალიან არეული იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ეს ხალხი იმ კრიტერიუმებით აზროვნებს, იმაზე წინ ვერ წავიდნენ, არადა მედიცინა სულ წინ მიდის და მით უმეტეს, როცა პრეტენზია გაქვს, მოწამლაზე საუბრობ და იცი, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევა ლაბორატორიით უნდა დადასტურდეს, ამის გარეშე ეს ყველაფერი არის ლაქლაქი და მავნებლობა მეტი არაფერი.” – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

Post navigation

Previous: მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით
Next: სწავლის გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების ხარისხს და უზრუნველყოფს, რომ ყველა სტუდენტს სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.