Skip to content
27/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე – პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას

მარშალ პრესი 05/12/2025
irakli kobakhidze1

არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, კანონპროექტს აქვს პრევენციული მიზანი.

„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება. ამის მექანიზმები არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და ზოგადად, კანონმდებლობაში. ჩვენთვის მთავარი არის რა, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას. ეს არის, სწორედ, პრევენციული მიზანი, რომელიც არის ჩადებული ახალ კანონპროექტში,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგებელმა მოქალაქეები მიიღო
Next: არა მარტო ექსტრემიზმს, უკვე ტერორიზმსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ისე მათი მფარველი გარე პოლიტიკური ძალები – ასეთი ფაქტები კიდევ უფრო მეტად ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.