IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლია ჩხენკელი, რომელსაც ფეისბუქის ბიოგრაფიაში პროფესიაში „პედაგოგი“ აქვს მითითებული, სოციალურ ქსელში „მთავარი არხის” კომენტარებში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით წერს:

„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”-წერს ლია ჩხენკელი.

მისმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეები წერენ, რომ მსგავსი პედაგოგები ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ლია ჩხენკელი, რომელიც „მთავარი არხის“ ფეისბუქ-გვერდის ტოპ-ფანია, საკუთარ ფეისბუქზე ყველა ფოტოს და პოსტს „აქრობს“ და საზოგადოების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საჯარო პოსტით ეხმაურება:

„ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუხდი ძალიან დიდ ბოდიშს ამ უმძიმესი მექანიკური შეცდომის გამო. ჩემი პოზიცია თვალნათლივ ჩანს ყველა ჩემს სხვა კომენტარში. ასე რომ მე დავდე პოსტი. გამგები გაიგებს… მეტი რა გავაკეთო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს“ – წერს ლია ჩხენკელი.

პედაგოგის ბოდიშს საზოგადოება ისევ აგრესიით შეხვდა, მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა და კომენტარებში მას ისევ აკრიტიკებენ

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება