Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო

მარშალ პრესი 04/12/2025
tengiz sharmanashvili

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე კომენტარს აკეთებს. დეპუტატი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას, „ემუქრება თუ არა საფრანგეთის მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილს საფრთხე“ პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი „საფრთხე არ ემუქრება“. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს. „[ბიძინა ივანიშვილს] არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მას აქვს სამშობლო და ამ სამშობლოს ჰქვია საქართველო და ის ყველაფერს აკეთებს საქართველოსთვის. შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის მოქალაქეობა, მაგრამ იმის გამო, რომ შეიძლება თეორიულად რაღაც დაემუქროს, საქართველოს ინტერესებს არ უღალატებს“- აცხადებს შარმანაშვილი. ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას.

Post navigation

Previous: კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის კონომიკას? შეძლებს ევროკავშირი სომხეთისთვის მიღებული ზარალის კომპენსირებას?
Next: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში – სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.