Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე

მარშალ პრესი 04/12/2025
cucqiridze

გაეროს რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე – წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ქვეყანა რომ მართლა რუსული ორბიტისკენ ისწრაფვოდეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის პირით სულ სხვა განცხადებას გააკეთებდა.

“გაეროს ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საგარეო ვექტორისადმი ერთგულებას და მთლიანად ანადგურებს ოპოზიციურ და დასავლეთის ცალკეული წრეების ნარატივს ხელისუფლების პრორუსულ ორიენტაციაზე. ნახეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების პოზიცია არა მხოლოდ ამ შედარებით უწყინარ რეზოლუციაზე, არამედ ყველა წინა რეზოლუციაზე უკრაინის საკითხებზე, საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისაგან განსხვავებით და ბევრი რამ ვისაც ამის გაგება უნდა ცხადი იქნება. ქვეყანა, რომ მართლა რუსული ორბიტისკენ ისწრაფვოდეს, დარწმუნებული იყავით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლავროვის პირით სულ სხვა განცხადებას გააკეთებდა. ასე იყო უნისონში გასული საუკუნის ბოლოს დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზეც, დასავლეთის გარკვეული წრეების და რუსეთის ინტერესები თანხვედრაში აქაური აგენტურის და სასარგებლო იდიოტების გამოყენებით როდესაც სამხედრო პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საფირმო “დემოკრატიული უკუსვლის” გამო და რუსულ ორბიტაზე დააბრუნეს. ხალხი მართლა ბრძენია, მშვენივრად ხვდება რა პროცესები ვითარდება. ამიტომაც არ გამოდის ქუჩაში და არ უერთდება ამ სექტანტურ პროტესტს. ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა შეუძლებელია!”- წერს ცუცქირიძე.

Post navigation

Previous: პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
Next: კაია კალასმა სომხეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოსთხოვა, მაგრამ წარმოდგენა თუ აქვს, რუსეთის მხრიდან ემბარგოს შემთხვევაში რა დაემართება სომხეთის კონომიკას? შეძლებს ევროკავშირი სომხეთისთვის მიღებული ზარალის კომპენსირებას?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.