Skip to content
28/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

მარშალ პრესი 03/12/2025
Capture

მსოფლიო წესრიგი აშკარად იცვლება და სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, თქვენთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია. მისივე თქმით, მართალია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, თუმცა, ევროკავშირი მის დაწესებას პარტნიორი ქვეყნებისგანაც ითხოვს იმ მიზნით, რომ ომი მალე დასრულდეს.

“ამჟამად სომხეთის შესაბამისობა 37 პროცენტია. ასე რომ, დიახ, სანქციები, რომლებიც რუსეთს დავუწესეთ, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ, რადგან ყველას გვინდა, რომ [რუსეთ-უკრაინის] ომი დასრულდეს. ვფიქრობ, ამ ომის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე დიდია, ამიტომაც დავაწესეთ სანქციები – ამ ომის დასასრულებლად. სწორედ ამიტომ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან თანხვედრაში იყვნენ; სწორედ ამიტომ ვთავაზობთ სავაჭრო პორტფელების დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს, რათა რეალურად არ იყოთ დამოკიდებული რუსეთზე. ეს ომი რომ დასრულდეს, სწორედ ამიტომ გვაქვს სანქციები დაწესებული და თუ ყველა შეუერთდება სანქციებს და არ მოხდება გვერდის ავლა, მაშინ ევროკავშირი თავის პარტნიორებს წაართმევს ომის დაფინანსების შესაძლებლობას და ომი უფრო მალე დასრულდება.” – განაცხადა კაია კალასმა.

Post navigation

Previous: BBC ამაზე არასდროს დაწერს, ევროპარლამენტი ამაზე რეზოლუციას არასდროს გამოსცემს
Next: ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთთან ესკალაციას ისე, რომ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდნენ, ახლა საკუთარი ჯარისთვის, რომელიც არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.