Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მატეუშ მორავიეცკი: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს

მარშალ პრესი 02/04/2022
მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეტსოლასთნ ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა, ჯერჯერობით არ მუშაობს. ამის დამადასტურებელია რუსული რუბლის გაცვლით კურსი, რომელიც ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ზოგიერთი ლიდერი უკვე საუბრობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას, მათ ევროპული ბიზნესი აწვება. ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, თუ უკრაინა საკუთარ თავისუფლებას ვერ დაიცავს“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

Post navigation

Previous: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა – ლადო მგალობლიშვილი
Next: გონჩარენკო – ომი მხოლოდ მათემატიკა არ არის – არ ვთვლი, რომ რადგან საქართველო პატარაა, რუსეთის წინააღმდეგ არაფერი უნდა გააკეთოს – მნიშვნელოვანია სულისკვეთება და არა ის, რამდენი ტანკი აქვს ერთ ან მეორე მხარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.