IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან გიორგი ენდელაძეზე ძალადობა არ დასტურდება.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, როგორც ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ის ამ ეტაპზე გამოკითხული არ არის.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ გამოკითხული არ არის, შესაბამისად, პოზიცია გამოკითხვის ოქმში აისახება. მასალების მიხედვით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას, ცემას, რომელმაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ გამოუწვევია სხეულის არავითარი დაზიანება. ამ შემთხვევაში, ჩემ მიერ ნანახი მასალებიდან ცემაც არ იკვეთება. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ბრალი აქვს წაყენებული, თუ რატომ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – აცხადებს გაბრიჭიძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება