Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე შალვა პაპუაშვილის კელი დეგნანთან შეხვედრაზე – შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა, ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე

მარშალ პრესი 03/12/2025
irakli kobakhidze1

შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შალვა პაპუაშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეხვედრას კელი დეგნანთან, იქ საუბარი იყო კონკრეტულ თემაზე, ეს ეხებოდა სანქციების დაწესების თემას და ამაზე დეტალურად ისაუბრა თავად პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ამასთან ერთად, შემიძლია გავიხსენო, რომ დამატებით იყო სამი შეხვედრა, ამ სამიდან ერთ-ერთს ვესწრებოდი პირადად მეც და ამ სამიდან ორ შეხვედრაზე პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. იქ არ იყო საუბარი მხოლოდ სანქციების დაწესებაზე, მხოლოდ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე. იმ შეხვედრებზე, რომელთაგან ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, სრულიად ღია და პირდაპირი ტექსტებით. შალვა პაპუაშვილმა თავისი შეხვედრა გაიხსენა, თუმცა ამის მიღმა იყო დამატებით სამი შეხვედრა. ვინ იყო მოსული ამ ფორმატში, ამაზე საუბარს შეგნებულად ავერიდები. სამი კონკრეტული შეხვედრა იყო, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ ღიად იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე, მესამე შეხვედრაზე ირიბად იყო საუბარი იგივე თემაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია
Next: „ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.