Skip to content
05/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი, ეს არის ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს

მარშალ პრესი 03/12/2025
irakli kobakhidze

ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Washington Examiner-ში ანი ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი.

„ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი. თავის დროზე, მუშაობდა „ამერიკის ხმაში“ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება „ამერიკის ხმის“ მიმართ. ეს კონკრეტული მედიასაშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის, კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასეთ ტელევიზიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ დღეს უკვე სხვა მედიასაშუალებიდან ავრცელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ღალატი, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: „ბიბისის“ სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია
Next: არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.