Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იწმინდება, როგორც გლობალური პოლიტიკის, ასევე გლობალური მედია-ბაზარიც. ამ დონეზე და ამდენჯერ შელახული რეპუტაცია BBC -თვის ცუდი შედეგით დასრულდება

მარშალ პრესი 03/12/2025
tamar chiburdanidze

„თუკი აქამდე საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოვანი მმართველების სამოქმედო გეგმის აქტორები, ევროპარლამენტარები და ევროპული ქვეყნების ელჩები იყვნენ, ახლა უკვე მსხვილი მედია კომპანია ჩართეს პროცესში და პიკამდე აიყვანეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ნეგატიური კამპანია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც მოუწევთ მტკიცებულებების დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოს განაჩენი მათზე ძალიან მძიმე იქნება. „დემოკრატიის განვითარებამ და ჭარბმა თავისუფლებამ ტექნოლოგიური ზეობის ხანაში, დეზინფორმაციის წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.

დღეს ჩვეულებრივი ხალხისთვის შეუძლებელია ტყუილ-მართლის გარჩევა ერთმანეთისგან. ინფორმაციის “ტექნოლოგიური შეფუთვის” დახვეწილმა მეთოდებმა, მნიშვნელოვნად შეძლო საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმირება დამკვეთების სასარგებლოდ, რაც პირდაპირ აისახება სახელმწიფო და გლობალურ პოლიტიკაზე. თუკი აქამდე საქართველოს წინააღმდეგ, ჩრდილოვანი მმართველების სამოქმედო გეგმის აქტორები, ევროპარლამენტარები და ევროპული ქვეყნების ელჩები იყვნენ, ახლა უკვე მსხვილი მედია კომპანია ჩართეს პროცესში და პიკამდე აიყვანეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ნეგატიური კამპანია.

მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ, უფრო სწორად, უკუშედეგით, რადგან ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება აქციის მონაწილეთა დასაშლელად, მარტივად ვერ ჩაივლის. ამ ბრალდების დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც მოუწევთ მტკიცებულებების დადება, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო სასამართლოს განაჩენი მათზე ძალიან მძიმე იქნება. ავთენტურობა ისე არასდროს ყოფილა მოთხოვნადი გლობალურ პოლიტიკაში და მედიაში, როგორც დღეს, რადგან ასე არასდროს წაუბილწავს სიცრუეს სამყარო. პოლიტიკა ისეთი სფეროა, სადაც მანიპულაციები საზოგადოებრივი აზრის სამართავად, ყოველთვის არსებობდა, საინფორმაციო საშუალებებსაც ამ საქმეში პროპაგანდისთვის იყენებდნენ, თუმცა, რაც დღეს ხდება, ეს ყველაზე საშინელ წარმოდგენებსაც კი სცდება. თუკი აქამდე მსოფლიოს მოაზროვნე საზოგადოება, მეცნიერება ძალისხმევას არ იშურებდა მედიის განვითარებისთვის, დღეს უკვე იგივე საზოგადოება მედიისგან დეზინფორმაციის განსადევნად იბრძვის. მედია საშუალებების პოლიტიზირებამ საფრთხე შეუქმნა თავად პოლიტიკას. უმართავი ხდება პროცესები გლობალურ პოლიტიკაში, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს როგორც პოლიტიკურ, ასევე მედია ბაზარზე. ამ ვაკხანალიის შედეგი შეიძლება სავალალოდ დასრულდეს. იწმინდება როგორც გლობალური პოლიტიკის, ასევე გლობალური მედიის ბაზარიც. ამ დონეზე და ამდენჯერ შელახული რეპუტაცია BBC – თვის ბუნებრივია, ცუდი შედეგით დასრულდება. ეს კარგიც არის, რადგან სიცრუის მქადაგებლები მედია-ბაზრიდან უნდა განიდევნონ, ისევე, როგორც უნდა დატოვონ პოლიტიკა სიცრუეზე დაფუძნებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. ეს რთული პროცესია, მაგრამ აუცილებელი,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: დიდი ალბათობით, წინ გველის BBC-ს დისტანცირების მცდელობა დეზინფორმაციის თავდაპირველი წყაროსგან. მისი ფორმულირებები „შემსუბუქდება“ ან გადაიხედება, თუმცა ამ ისტორიის სრულად “ჩახშობა” უკვე შეუძლებელია
Next: ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე: BBC-ის გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს. მოწამლული ადამიანი მიდის საავადმყოფოში – ცრემლმდენი, გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო კი, საქართველოში არცერთი პაციენტი არ მისულა სტაციონარში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.