Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა

მარშალ პრესი 02/12/2025
mikheil kavelashvili23

ძალიან სამწუხაროა, როცა ისეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“ თავს აძლევს უფლებას, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა პარალელი გაავლო მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავდა მას, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უარყო.

„ჩემთვის ეს არ არის ახალი. სულ ახლახან იყო ბატონი ტრამპის, ამერიკის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისისთან“ მიმართებაში, დეზინფორმაციული მასალის გამო მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა  ამ მედიასაშუალებას. არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. თქვენ გახსოვთ ალბათ „ბიბისი“ „სიენენი“, სხვა მედიასაშუალებები, რომლებმაც ლობისტური კომპანიების მეშვეობით დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები და როგორი ბუმი იყო ატეხილი, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ახლა ბრძოლის ჟინით არის განმსჭვალული ეს ყოფილი პრეზიდენტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული.

„მთავარი არის გამოძიება, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ. ჩახუნაშვილი, რომლის საშუალებითაც ააგო ფილმი „ბიბისიმ“, დღეს აცხადებს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ სრულყოფილად იქნას გამოძიებული“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბიბისის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში
Next: საქართველოში საპროტესტო აქციების კლების პარალელურად, დასავლელი “პარტნიორები” ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებს მიმართავენ და ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.