Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული

მარშალ პრესი 02/12/2025
irakli kobakhidze

ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მოგვიანებით გამოადგება პროფესიულ საქმიანობაში, სისტემა ვერ იქნება წარმატებული.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, წარვადგენთ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი. თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მას მოგვიანებით გამოადგება მის პროფესიულ საქმიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას. ეს დოკუმენტი მომზადდა იგივე პრინციპით, როგორც შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. ძალიან მოკლედ და ლაკონურად არის განსაზღვრული 8 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ზოგადი განათლების სისტემა და ამის საფუძველზე არის განსაზღვრული 8 პასუხი ამ გამოწვევებზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კონცეფციის შემუშავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონცეფცია წარმატებით აღსრულდება და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
Next: თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.