Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განათლების რეფორმის კონცეფციაში ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს

მარშალ პრესი 02/12/2025
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს. განათლების რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში შევა განსახილველად.

ეკა სეფაშვილის თქმით, წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში განხილვები იქნება პროდუქტიული.

„პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი განათლების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქ ხაზგასმულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს და რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ადეკვატურად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა ჩვენ გვქონდეს განვითარება მომავალში. მომავალ კვირას ჩვენ ვიხილავთ ამ გამოწვევების დაძლევის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც კონკრეტულად დეტალებში იქნება გადაწყვეტილი და დანახული ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ვფიქრობ, განხილვების პროცესი იქნება პროდუქტიული და ძალიან მალე ვიხილავთ უკვე კანონად შედგენილ იმ სიახლეებს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლის – ახალგაზრდების განათლებას და ქვეყნის განვითარებას ნამდვილად მოემსახურება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ფონდიდან 480 000 ლარის ( 2 400 000 ერთეული ) პირბადე შევიძინეთ – ნანუკა ჟორჟოლიანი
Next: საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.