საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მესტიას ეწვია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, ელჩის ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.
„ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.
მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა“, – აცხადებენ საელჩოში.
კომენტარის დატოვება
ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, მისასალმებელია – თუ შეთანხმება მოხდა,...