Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

მარშალ პრესი 02/12/2025
piter siiarto

ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით. ვამაყობთ, რომ აქ საუბარია ორი ისეთი მთავრობის თანამშრომლობაზე, რომლებიც არიან პატრიოტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მომხრეები, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

„მე მერ კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს. უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურავ და არ ხარ თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან. თუმცა იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უნგრელი ხალხი მხარს გვიჭირს. ვინაიდან თქვენი მთავრობაც პატრიოტულ პოლიტიკას ატარებს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველო“, – აღნიშნა სიიარტომ.

თბილისის მერი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტი ბუდაპეშტში იმყოფება.

Post navigation

Previous: ლევან კოჭლოშვილი BBC-ის პუბლიკაციაზე: სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ გამოჩნდა – ინფორმაციული მანიპულაციის დაუფარავი მცდელობა
Next: კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ის სტატიაზე- კვლევის ფარგლებში არ გვქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული. “კამიტი”-ს შემადგენლობას, ანტიდოტს, რა ეფექტები აქვს, ამის ლიტერატურას თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი-კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.