IMG.GE ___________________________________ IMG.GE

8-9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტში მომუშავე 148 პედაგოგს, რომლებმაც უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსები მიიღეს სერტიფიკატები გადასცეს.

სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღეს.

როგორც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ განაცხადა, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან პანდემიის გამო, რეგულაციები დაეცვათ.

პედაგოგებს სერტიფიკატები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ და მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გადასცეს.

ამ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტში სტატუსი 75 პროცენტამდე მასწავლებელმა აიმაღლა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE