Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის რომ ნატოს სამიტზე პრემიერ-მინისტრი მიიწვიეს, ნიშნავს იმას, რომ ნატოსთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური იქნება

მარშალ პრესი 27/06/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

ნატო აპირებს ამ სამიტთან დაკავშირებით მისი პოლიტიკის ძირეულ გადახედვას, ახალი მიდგომების შემოტანას და ვნახოთ, როგორ იქნება უფრო მეტი კონკრეტიკა მათი მხრიდან, ასევე ურთიერთობა და ახალი თანამშრომლობის ჰორიზონტები საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მოლოდინი მაღალია. ის რომ მიიწვიეს პრემიერ-მინისტრი, ნიშნავს იმას, რომ თანამშრომლობა უფრო ინტენსიური იქნება. რა იქნება ამის კონკრეტული ჩარჩოები, სამიტის შემდეგ ვილაპარაკებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი იენს სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.

Post navigation

Previous: საქართველოსა და სომხეთს ვიზიტით გერმანიის ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ეწვევა
Next: ფშავში ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.