Skip to content
29/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აი ეს არის ზუსტად მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივების შემქმნელები არიან დღეს ბრიუსელის ბიუროკრატები

მარშალ პრესი 29/11/2025
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება შეაფასა.

„თვალებში გვიყურებდნენ ევროპელები და გვატყუებდნენ, თითქოს ეს არის მიუღებელი წესი, როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, გვითხარი, გაგვაგებინე, გვაკადრე რაიმენაირად, რომ ვიცოდეთ. არა, თქვენ ეს არ გეხებათ, თქვენ ხართ რაღაც მე-17 ხარისხოვანი საზოგადოება. ჩვენ ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩვენ ვიცით, თქვენთვის რა არის კარგი, თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ და რა გეკითხებათ. ეს არის დამოკიდებულება.

დღევანდელი ფაქტი არის მხილება, სხვათა შორის, ფეხს ითრევდნენ. გახსოვთ ალბათ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო დაინიცირებული ამ წესის მიღება. მაშინ დებატების დროს ითქვა, რომ ახლა ამას თუ მივიღებთო, საქართველოს ხელისუფლებას რა პირით ვუთხრათ, რომ თქვენ არ მიიღოთ ეს ყველაფერიო. გადადეს და ეგონათ, ახლა მოჩუმათდა ეს ყველაფერი და დამალავდნენ.

აი ეს არის ზუსტად მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივების შემქმნელები არიან დღეს ბრიუსელის ბიუროკრატები. ჩვენ რომ გავწიოთ ლობირება, პირდაპირი მაგალითი რომ ავიღოთ ევროპული სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესის ცვლილება, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფომ რომ დავაფინანსოთ, ეს იქნება უცხოური გავლენა და უნდა დარეგისტრირდეს. ბრიუსელმა რომ დააფინანსოს საქართველოში ლობირება საქართველოს მოსამართლეების არჩევის წესისა, როგორ გეკადრებათ, როგორ შეიძლება, ამას უცხოური გავლენა დავარქვათო. ეს არის – ტყუილი მხილებულია და მატყუარა მხარე ვინ აღმოჩნდა ორწლიანი ეპოპეის შემდეგ, ძალიან კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსიმ განაცხადა, რომ დასაფინანსებლად ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

Post navigation

Previous: მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს – ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ
Next: ანდრეი ერმაკმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.