IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალინ დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. რამდენი ფულიც უნდა დახარჯოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ე.წ. ლობიში, მათ ვერ ექნებათ წარმატება ამ სფეროში და მაქსიმუმია განცხადებები, რაც ტექნიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში დოკუმენტებში შეპარვით იდება. ახლაც, კონგრესის მიერ განსახილველ დოკუმენტში ერთი ფრაზა შეაპარეს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თავის საქმიანობით მუდმივად იყო გამორჩეული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება