Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 28/11/2025
04

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM), რომელიც სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა SEDM-ის მნიშვნელობაზე, ორგანიზაციის პროექტებსა და ინიციატივებში საქართველოს წარმატებულ ჩართულობაზე.

ერთობლივ განცხადებაში ცალკე საკითხად აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და დაგმობილ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. პაატა პატიაშვილი თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ხორვატიისა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებს შეხვდა. კოლეგებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო პერსპექტივებზე.

თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია, რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა. SEDM-ის ფარგლებში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება ყოველწლიურად.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საფუძველი ჩაეყარა 1996 წლის სექტემბერს, ტირანაში (ალბანეთი) და აერთიანებს 16 ქვეყანას: საქართველო, აშშ, იტალია, თურქეთი, ხორვატია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვა, სლოვენია, სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

Post navigation

Previous: დღეს უკვე საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია – ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა
Next: ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტს თუ ვინმე წარმოადგენს, ავდგებით და ხელს მოვაწერთ, ევროპის გზიდან არანაირი გადახვევა არ ხდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.