Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს

მარშალ პრესი 28/11/2025
shss

სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა დააკავეს, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, – ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაშია ათეულობით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გზით მიგრაციას ეხება.

შს სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა დანაშაულებრივი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.

აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
Next: გერმანიის ელჩს არავინ ეკითხება, რომელი ფურცელი იხურება და რომელი იშლება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევრობიუროკრატია შეიცვლება და ვერაფერი აღუდგება ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.