Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 27/11/2025
d8808a82-5ccf-4ef3-8aed-47482c47e9d2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს  ახლად დანიშნულ ელჩს,  ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული  თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: 28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ
Next: ევრობიუროკრატიის თავხედურ თვალთმაქცობას, რომ მათთვის მისაღებია გამჭვირვალობის კანონი და საქართველოსთვის არა, ნეოკოლონიალიზმის გარდა ფსიქოლოგიური ახსნაც აქვს – კოგნიტური დისონანსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.