IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაზე მომატებული ტემპერატურა ხუთ აბიტურიენტს დაუფიქსირდა.

დღეს ისტორიის გამოცდა მიმდინარეობს ორ სესიად. უკვე დასრულდა პირველი სესია და მალე დაიწყება მეორე. საბედნიეროდ, მეორე სესიაზე აბიტურიენტებს, განსაკუთრებით თბილისში, მაღაი ტემპერატურა არ შეაწუხებთ. დღეს მთელი საქართველოს მაშტაბით გვაქვს ხუთი შემთხვევა, როცა დაფიქსირდა ტემპერატურა.

ეს აბიტურიენტები სარეზერვო სექტორში განვათავსეთ. ეს სარეზერვო სექტორი არის სწორედ იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდა.
მათ შენდეგ გამოცდაზე მოუწევთ ტესტის წარდგენა, რომ მათ არ აქვთ „კოვიდ-19“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება