Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით – საბა ბუაძე

მარშალ პრესი 27/11/2025
saba buadze

„საზოგადოებამ არ იცის რაზეა საუბარი. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ ოპოზიციაში ამ შავრაზმული ნარატივის გამოყენება ხდება და ამ სენტიმენტებზე კაპიტალიზაციის მცდელობაა, რომ არაბები ჩამოვლენ და წაგვლეკავენ“– ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილმა წევრმა საბა ბუაძემ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

საბა ბუაძე თვლის, რომ ხუთი და ათი ათასი არაბის დროებით შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს და ტყუილს და სრულ სისულელეს უწოდებს მსგავს მოსაზრებას.

„მე ეს მგონია ტყუილი, სრული სისულელე და აბსოლუტურად არასწორ ადგილზე დასმული ნიშანი. ვერანაირი არაბიზაცია ვერ მოხდება ერთი და ორი უძრავი ქონების დეველოპმენტის პროექტით იმიტომ, რომ 5 და 10 ათასი არაბის თუნდაც, დროებით საქართველოში შემოსვლა ვერანაირ არაბიზაციას ვერ მოახდენს. გულწრფელები უნდა ვიყოთ. არ ვთვლი რომ მათი კომპაქტურად დასახლების რისკი არსებობდეს. არც ისაა პანაცეა რომ მაინც და მაინც 10 ათასი არაბი დასახლდება, დუბაიში რომ ნახოთ, უძრავი ქონების ბუმი არის და დუბაიში მცხოვრები 4 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ერთი მილიონი არის არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე“- განაცხადა საბა ბუაძემ.

Post navigation

Previous: პოლიტიკური პროცესი მოკვდა, განსაკუთრებულად, 4 ოქტომბერს, როდესაც დაქსასული ოპოზიციური სპექტრი შევიდა იმ პროცესში, სადაც ყველა კომპონენტმა მარცხი განიცადა – დიმიტრი ცქიტიშვილი
Next: მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, სამუშაო ადგილები, სახელმწიფო არამხოლოდ ზრუნავს, არამედ მსხვილ ინვესტიციებსაც დებს აღნიშნული მიმართულებით, რაც გამოხატულია მასშტაბურ საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.