Skip to content
26/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?

მარშალ პრესი 26/11/2025
zaza doborjginidze

 

“ქართული ოცნება” უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ძალზე შეშფოთებულია და ამის შესახებ ქართველებსაც აცნობეს.

დობორჯგინიძის თქმით, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს, ვინაიდან, საქართველომ ნატო-ს მისიებში მონაწილეობის, ჯარისკაცების დიდი კონტინგენტის გაგზავნით და რუსეთთან ესკალაციის რისკის გაზრდით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისგან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო.

“ქართული ოცნება უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ჩაგვიწერეს იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რომელიც გვიქმნის რისკებს, მაგრამ რომელშიც არ გვიღებენ, და რომლის ღია კარსაც მალე ცხვირწინ მოგვიჯახუნებენ.

ზოგადად, როგორ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი შეეხებოდეს კონკრეტული ორგანიზაციის წევრობას, თვითკოლონიალიზმია, მაგრამ ახლა უკვე კონკრეტული უსაფრთხოების რისკია, რომელიც ოცნებამ შეგვიქმნა. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა და ოპოზიცია ერთად ამოიღებდა 78-ე მუხლს.

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე ბალტიისჭირეთმა ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო არსებითად. და რა სარგებელი? რუსეთთან ესკალაციის რისკი გავზარდეთ ისე, რომ არსად არ მიგვიღეს და აწი მითუმეტეს აღარ მიგვიღებენ და კიდევ მარკ რუტეა თურმე აღშფოთებული.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე

Post navigation

Previous: გერმანიის ელჩის განცხადება არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები
Next: ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.