ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
სოფელ ერგესა და ზედა ჯოჭოში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას, გზის საფარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას.
სოფელ ახალშენში და სოფელ წინსვლაში მიმდინარეობს საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი კედლების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია მეწყრული რისკების შემცირებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძემ, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა
