Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თინა ბოკუჩავას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ნათელი იყო

მარშალ პრესი 25/11/2025
davit chikhelidze

„თინა ბოკუჩავამ ერთი განცხადებით დიფ სტეიტის სრული გეგმა გაამჟღავნა. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“ – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, თინა ბოკუჩავას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ნათელი იყო, „დიპ სტეიტი“ შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს პოლიტიკური ზეწოლისა და შურისძიების ინსტრუმენტად იყენებს, რათა ივანიშვილს აიძულოს უარი თქვას ეროვნული ინტერესების დაცვაზე. „თინა ბოკუჩავამ ერთი განცხადებით დიფ სტეიტის სრული გეგმა გაამჟღავნა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს „უნდა ესმოდეს, რომ ის ამ მილიარდ დოლარს დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნებს ქვეყანას, საქართველოს დააბრუნებს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და ამ ქვეყანას დაუბრუნებს სიმშვიდეს“. ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ნათელი იყო: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული ერთი შეხედვით სამართლებრივი დავა რეალურად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„დიპ სტეიტი“ შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს პოლიტიკური ზეწოლისა და შურისძიების ინსტრუმენტად იყენებს, რათა ივანიშვილს აიძულოს უარი თქვას ეროვნული ინტერესების დაცვაზე. რეალურად, დასავლეთი მას ეუბნება: „გაყიდე შენი ქვეყანა და სანაცვლოდ შენსავე ფულს მოგცემთ“. მაგრამ დასავლეთი დღემდე ვერ ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას, ივანიშვილისთვის სამშობლო ყველაფერია, ხოლო ფული არაფერი. შესაბამისად, არც შანტაჟი, არც სანქციები და არც პოლიტიკური დაკვეთები არაფერს ცვლის. ის კვლავ იმავე ენთუზიაზმით, ერთგულებითა და რუდუნებით ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, როგორც ეს წარსულში იყო და მომავალშიც ასე იქნება. „დიპ სტეიტი“ ქმედებაში ნათლად ჩანს, რომ მათი მიზანი არც დემოკრატიაა და არც მოქალაქეების კეთილდღეობა, მთავარი მათი ინტერესებია და იმის ჩვენება, რომ პატარა ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ დამოუკიდებლად და მუდმივად გარე ძალების ნებას დაექვემდებარებიან. სწორედ ამიტომაც უტევენ ყველაზე ძლიერ/რეიტინგულ ფიგურას, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. როდესაც პარტნიორთან ურთიერთობაში შანტაჟის ენას ირჩევ ეს არა პარტნიორობა არამედ დამორჩილების მცდელობაა.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დევნილ მოსახლეობას შეხვდა
Next: ჩვენ კი დიდი ხანია ვიცოდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ ავაზაკური რეკეტის შესახებ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარისგან ამის წამოცდენა თუ აღიარება ბევრად საინტერესოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.