Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ქვეყანა ძალიან მდგრადია შოკების მიმართ – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

მარშალ პრესი 25/11/2025
roland praisi

საქართველოს ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგი შედეგები აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, საშუალო შემოსავლიანი ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭიროა ინვესტიციები, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციები.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. ის ასევე ძალიან მდგრადია შოკების მიმართ. ეს ანგარიში განიხილავს, თუ რა სჭირდებათ ქვეყნებს, რათა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდან გახდნენ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. ძალიან ცოტა სახელმწიფომ მოახერხა ეს 34 წლის განმავლობაში, მხოლოდ 34-მა ქვეყანამ. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითაც.

კიდევ ერთი საკითხია ტალანტებთან დაკავშირებით. გვაქვს თუ არა ინფორმაცია ტალანტების განაწილების შესახებ? ეს პატარა ქვეყანაა. ასე რომ, სწორად ანაწილებთ თუ არა ტალანტებს ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ძირითადი ჩარჩო, რომელსაც ეს ანგარიში მოიცავს, ამბობს, რომ გჭირდებათ სამი ძირითადი ნაბიჯი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნიდან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ესენია ინვესტიციები, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციები.

ვფიქრობ, საქართველოს ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგი შედეგები აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა.

საქართველო – მაღალი შემოსავლისკენ ზრდა, – ამ სახელწოდებით მსოფლიო ბანკმა თბილისში საჯარო ღონისძიება გამართა, რომელსაც ეკონომიკური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: დღეს არა იმდენად “არაბულ”, არამედ, უკვე “კოსმოპოლიტურ” სოფლებს ებრძვიან
Next: ჩვენი ქვეყანა ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად მომატებული საფრთხეების ქვეშ იმყოფება და ფულის გათეთრების, აგრეთვე ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გააძლიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.