Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და თანხების დაბრუნების არანაირი მოლოდინი არ აქვთ, ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა

მარშალ პრესი 24/11/2025
teimuraz tsikvadze1

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „კრედიტ სუისთან“ დავაში ივანიშვილმა გაიმარჯვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ადვოკატის განცხადებით, „ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიპ სტეიტისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.“

თეიმურაზ წიქვაძე განმარტებას აკეთებს ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის „სიხარულზე, თითქოს, ივანიშვილს ახალი სანქციები დაუწესდება. ადვოკატის თქმით, უკვე ყველაფერი დასანქცირებული და შეჩერებულია, რაც შეეძლოთ, ამიტომ, ამის იქით, რა სანქციებიც არ უნდა დაწესდეს, ვეღარაფერი შეიცვლება და ოპოზიციური ფლანგის ამ სიხარულს აფასებს როგორც „პროპაგანდისტული საკვების გადაგდებას რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის.“

„მნიშვნელოვანი განმარტება ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის „სიხარულზე“, რომ თითქოს ახალი სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს – ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი. 1 – ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა 2 – ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ „ჯულიუს ბაერში“. ორივე აქტივზე როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს სრულად აქვთ წვდომა შეზღუდული. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება და შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი დაასანქცირეს, შეაჩერეს და შეაფერხეს. იმის იქით, რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ ამ აქტივებზე ყაჩაღურად შეზღუდული წვდომის მიუხედავად აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და არანაირი მოლოდინი თანხების დაბრუნების არ აქვთ. ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა, ხოლო მათი საუბარი დამატებით სანქციებზე სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული საკვების გადაგდება რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

Post navigation

Previous: ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ – მას არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!
Next: Eagle Hills-ის პროექტი საქართველოსთვის არის არა მხოლოდ ფინანსური შეთანხმება, არამედ ეკონომიკური ტრანსფორმაციის დასაწყისი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.