Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში არა მხოლოდ ბანკი, არამედ სისტემა დაამარცხა – სიმართლემ ისევ გაიმარჯვა

მარშალ პრესი 24/11/2025
davit chikhelidze

ლონდონის უზენაესმა სასამართლომ 68-გვერდიანი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავაში გამარჯვება მოიპოვა. როგორც უკვე არაერთხელ დამტკიცდა, იქ, სადაც სამართლებრივი არგუმენტებია გადამწყვეტი, ივანიშვილი ყოველთვის იმარჯვებს, ასე იყო წინა ორ შემთხვევაშიც – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სამართლებრივი არგუმენტები და კანონის დაცვა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ამარცხებს ნებისმიერი პოლიტიკურ, ფინანსურ თუ გარე ზეწოლას.

„ პრეცედენტულია, ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, არა კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტზე არამედ სისტემაზე გაიმარჯვა, რადგან სიმართლე მის მხარეს იყო! ლონდონის უზენაესმა სასამართლომ თავისი 68-გვერდიანი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში გამარჯვება მოიპოვა. როგორც რამდენიმე დღის წინ დავწერე, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ იქ, სადაც მთავარი სამართლებრივი არგუმენტებია, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იმარჯვებს (ასე იყო წინა ორ შემთხვევაში) – მას შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერ ფორმალური თუ პოლიტიკურად მოტივირებული წინააღმდეგობა.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ან ფინანსურ ზეწოლას მოასწავებს, უშედეგოა. როგორც უცხოელმა, ასევე ადგილობრივი აქტორებმა უნდა გაიაზრონ – ივანიშვილთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან მის მხარეს ყოველთვის სიმართლეა. სიმართლე კი იმდენად დიდია, რომ ყოველთვის იმარჯვებს. ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სამართლებრივი არგუმენტები და კანონის დაცვა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ამარცხებს ნებისმიერი პოლიტიკურ, ფინანსურ თუ გარე ზეწოლას. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მოლოდინი, რომ თანხა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდება, საკმაოდ მცირეა, რადგან ის (თანხა) დიფ სტეიტის ხელში რჩება. თანხის დაბრუნების, არ დაბრუნების მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურდა, რომ სამართლებრივად ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მართალია, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, ის საკუთარი ქვეყნის ერთგულად რჩება და ემსახურება საქართველოს ინტერესებს.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილმა “კრედიტ სუის”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო
Next: ადრე თუ გვიან ივანიშვილების ოჯახის სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს თაღლით შვეიცარიელ ბანკირებთან საერთაშორისო დავებში და აღსრულების თანახმად, მათ დაუბრუნდებათ მიტაცებული თანხები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.