Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას

მარშალ პრესი 24/11/2025
irakli kobakhidze

საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვატიკანში, Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

 პრემიერის თქმით, ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას.

„აქ ჩანს სრული კოორდინაცია. ეს არის ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და ეს ორგანიზაციები კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები.

ეს კამპანია დააწყებინეს „ლელოს“, შემდეგ გააგრძელებინეს „ალტ ინფოს“, „პატრიოტთა ალიანსს“,  „ნაცმოძრაობას“, ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცენდენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს.

ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და წარმატებას ვერ მიაღწევენ ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის
Next: რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.