Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კანონი გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს

მარშალ პრესი 24/11/2025
eka sepashvili

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ზემოთ ხსენებული კანონი გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს.

„ეს კანონი, [კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონი] პირველ რიგში გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს. ბოლო წლების სტატისტიკა მოწმობს, რომ 10-14 წლის ბავშვებში მოიმატა კრიმინალური დანაშაულებების ჩადენის მაჩვენებელმა. კანონი [ „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონი] ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ ზრუნვას და სხვადასხვა მულტიდისციპლინარული ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევლენ ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა სპეციალისტები,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: დავალების მიმცემები არ ისვენებენ, ბოლომდე ცდილობენ დესტაბილიზაციას – დავით ქართველიშვილი „კომედი შოუს“ მსახიობებზე
Next: როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ფარისევლურ ქმედებებზე, რასაც ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან ვაჭრობა ჰქვია, რადიკალები გაჰყვიროდნენ, რომ ეს პროპაგანდაა – ჩვენ მოგვიწოდებდნენ ეკონომიკური და სამხედრო ავანტურისკენ და თავად ასე იქცეოდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.