Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს

მარშალ პრესი 02/04/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დაჩქარებისთვის უნდა გადაიდგას. მათ შორის, საუბარია საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გააქტიურების მექანიზმებზე, ძირითადად განახლებადი ენერგიების მიმართულებით.

ასევე, ყურადღება დაეთმო კურორტების პრივატიზების დაჩქარებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს, რაც ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

Continue Reading

Previous: ირაკლი შოთაძე ჰააგაში EUROJUST-ის პრეზიდენტს და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა – ლადო მგალობლიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025