Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა

მარშალ პრესი 23/11/2025
ubeduri shemtxveva

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ნაპოვნია 4 ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.

“ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები – მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ.

ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია  გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ნაც-ლიბერალური სექტა, გიორგობის ნაცვლად, დღეს ვარდების რევოლუციას აღნიშნავს და მერე გაიკვირვებენ, უსამშობლოები რატომ ვართო
Next: გერმანიის პოლიციამ მამაკაცის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.