Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერაა შემუშავებული – მარკო რუბიო ამას საჯაროდ ადასტურებს

მარშალ პრესი 23/11/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ერთმა “ჟურნალისტმა” მთელი ღამე ვერ დაიძინა – არა, წმ. გიორგის ტროპარ-კონდაკის წაკითხვის გამო, არა! ნაცებს ახარა და ვიღაც “რუსეთუმეებს” გული გაუხეთქა, რომ მარკო რუბიომ ვიღაც კონკრეტულ სენატორებთან საუბარში ტრამპის 28-პუნქტიან შეთანხმებაზე, “მიმინოდან” სცენა გაითამაშაო (“да это не наш ребенок!”) და – მოსკოვმა ეს გეგმა “ჩაგვიდოო”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. მისი თქმით, ღია, სანდო წყაროების საფუძველზე შეიძლება ითქვას: 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერაა შემუშავებული და მარკო რუბიო ამას საჯაროდ ადასტურებს.

„რეალურად, [ამ „ჟურნალისტს“] ჯობდა დაეძინა, ასეთი „ძილსა შინა სიხარულით დაცემაც“ არ შეიძლება. აი, რა თქვა თავად მარკო რუბიომ: „სამშვიდობო წინადადება შემუშავებულია აშშ-ის მიერ. იგი ეფუძნება რუსეთისგან მიღებულ შეხედულებებს, მაგრამ, ასევე, უკრაინის მხრიდან წარსულსა და მიმდინარე კონსულტაციებს“ (Reuters). ეს ფრაზა გადამწყვეტია: რუბიო ცალსახად აცხადებს, რომ გეგმა აშშ-ის ადმინისტრაციის პროდუქტია, და არა მოსკოვის „გადაგზავნილი“ თუ მის მიერ “ჩადებული” დოკუმენტი. მისი სიტყვები მთლიანად ემთხვევა თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ხაზს, რომლებიც სენატორთა ბრალდებებს „სიცრუეს“ უწოდებენ.

Russian wish list-ზე ვერსია გაჩნდა კულისებში გამართული შეხვედრების შედეგად, საიდანაც რამდენიმე სენატორმა (ტრამპის ოპოზიციამ) ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუბიომ ეს გეგმა თითქოსდა „რუსეთის სურვილების სიად“ მოიხსენია. ეს განცხადებები კი ეფუძნება მხოლოდ ზეპირ მონათხრობს, არ არსებობს მისი დამამტკიცებელი არც ჩანაწერი, არც სტენოგრამა – თავად რუბიომ საჯაროდ უარყო ასეთი ინტერპრეტაცია.

შედეგად, სენატორთა ვერსიას “ქართველი ჟურნალისტის” გარდა არც ერთი დადასტურებული წყარო არ ამყარებს – მოყვანილია მხოლოდ „კერძო საუბრის“ სუბიექტური აღწერა, რომლის შინაარსის შემოწმება შეუძლებელია.

ვაშინგტონის პოლიტიკური გარემო ამ ბინძურ ისტორიას დამატებით ელფერს აძლევს. სენატორები, რომლებმაც „რუსული სურვილების სიაზე“ დაიწყეს საუბარი, ცნობილი არიან როგორც ტრამპის უკრაინული კურსის კრიტიკოსები. მათთვის ხელსაყრელია გეგმის წარმოჩენა, როგორც „კრემლის ნაკარნახევი“, რათა დარტყმა მიაყენონ თეთრ სახლს და ტრამპი რუსეთზე დამოკიდებულ ფიგურად წარმოაჩინონ. ეს გეგმა მოგვწონს თუ არა, კარგია თუ ცუდი – ეს სულ სხვა ამბავია. რეალობა კი შემდეგშია – ღია, სანდო წყაროების საფუძველზე დღეს შეიძლება ითქვას: 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა აშშ-ის ადმინისტრაციის მიერაა შემუშავებული; მარკო რუბიო ამას საჯაროდ ადასტურებს, „რუსეთის სურვილების სიის“ ვერსია ეყრდნობა მხოლოდ სენატორთა მონათხრობს და არ არსებობს მისი არც ერთი ობიექტური მტკიცებულება. ასე რომ, “ჩვენი ჟურნალისტები“ მხოლოდ დღისით აღარ ცრუობენ – 24/7-ზე რეჟიმზე არიან გადასულები“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული „გურია საძველეში – ღვინისა და კერძის ფესტივალს“ დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.