Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომის დაწყების შემდეგ, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ!

მარშალ პრესი 22/11/2025
irakli kircxalia

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, უკრაინის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ოპონენტები არც იმჩნევენ ამ ვითარებას. მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არაერთი პროვოკაცია მოუწყვეს, შანტაჟისა და ბრალდებების ქვეშ ამყოფეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ შესაწირ პაიკად ყოფნაზე უარი თქვა.

“თითქოს არაფერი, არც იმჩნევენ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. არადა, რამდენი რამ მოხდა ომის დაწყების შემდეგ, რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, როგორ არ გვამუნათეს, საიდან არ მოგვიარეს, რა არ გვეძახეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ! მხოლოდ იმიტომ, რომ არავის გამოვადექით შესაწირ პაიკად! მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სამშობლოს ვემსახურეთ და არა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს! თუკი ვინმე კიდევ ამბობს, რომ ეს ასე არ არის, ის ან აგენტურის პროპაგანდის უპერსპექტივო მსხვერპლია, ან თავად აგენტი!” – წერს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში, უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები და არ უნდა გვკარნახობდნენ, როგორ ვიცხოვროთ
Next: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული – “ბლუმბერგი”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.