Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა “დიფსთეითმა”, რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისი, ინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება

მარშალ პრესი 22/11/2025
zurab kadagidze

ჯეი დი ვენსის განცხადებას „ფანტაზიაა იმაზე ფიქრი, რომ თუ ჩვენ მეტ ფულს, შეირაღებას მივცემთ, ან სანქციას დავაწესებთ, გამარჯვება ახლოს იქნება,“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი თქმით, ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი იდენტურია საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, რომელსაც წლების განმავლობაში არ იმჩნევდა ევრობიუროკრატია და რადიკალური ოპოზიცია.

“ფანტაზიაა, რომ მეტი ფული, მეტი იარაღი და მეტი სანქცია გამარჯვებას მოიტანს”- ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი ფაქტობრივად ისეთივე მკაფიო გაფრთხილებაა, როგორსაც საქართველო წლებია ავრცელებდა, მაგრამ ე.წ. ევრობიუროკრატია და ქართველი უსამშობლოები არასდროს იმჩნევდნენ, რადგან მათთვის საქართველო მეათეხარისხოვანი იყო და ყოველთვის ფასობდა, რა დავალება გაიცემოდა გლობალური “პოლიტ-კონიუნკტურისჩიკებისგან”.

და რა დაგვემართებოდა, მათ გზას რომ გავყოლოდით? საქართველო დღეს აღმოჩნდებოდა იქ, სადაც უკრაინა და ევროპაა – ბიუროკრატიული ავანტიურის მძევალი. სანქციებით ჩამოქცეული ეკონომიკა, ენერგოდამოკიდებული, სუვერენიტეტ ჩამოშლილი, მუდმივი პროვოკაციის ზღვარზე და თუ ბოლომდე გავყვებოდით “დიფ სთეითის ნარატივს”, ომით გაუბედურებული, ყოფილი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიებსაც დიდი სიამოვნებით გაინაწილებდნენ მავანნი! ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა “დიფსთეითმა”, რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისი, ინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება.

უკრაინა კი გადააქცია ომისა და უბედურებების ველად, სადაც დაპირებები გაიცემა, მაგრამ გაცემული სიცოცხლე – უკან აღარასდროს ბრუნდება. საბედნიეროდ, საქართველომ გაუძლო ზეწოლას და გონიერებით ცდილობს სამშვიდობოს გაიკვალოს გზა! ვინც უცხოელი “აპარატჩიკების” მითითებებს ბრმად კოპირებდა და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ კი არა “პროექტად” აღიქვამდა, დღესაც აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას, მაგრამ ქვეყანა უკვე სხვაგან დგას – რეალიზმში, სუვერენიტეტში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემყარება და არა ილუზიებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ვეღარასდროს ვერაფერს დააძალებენ შანტაჟით, ტყუილებით და განსაკუთრებით, “ფსევდო-დასავლური” ინსინუაციებით!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ის ხალხი სად ხართ, Слава Украине რომ გაიძახოდით? მოუსმინეთ კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას?
Next: დიდუბის რაიონის გამგეობამ მორიგი მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დაასრულა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.