Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ – ეს არის  მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა

მარშალ პრესი 21/11/2025
irakli kobakhidze3

სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის Eagle Hills-თან დაკავშირებით კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ – ეს არის  მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის  ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, არის ასეთი პრაქტიკა, როცა კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი.

„სპეკულირებდნენ, თუ რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო გრიფის ქვეშ. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ჩვენი კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით. გათვალისწინებულია ასეთი რამ, რომ კონკრეტულ კომერციული შინაარსის ხელშეკრულებას ენიჭება კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ხაზარაძემ დაიწყო ეს კამპანია და მის კომპანიას ჰქონდა ასევე იგივე მოთხოვნა. იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების ან ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში. რატომ დამალა? რატომ იყო გაუმჭვირვალე ეს კონტაქტი. 33% არის ჩვენი წილი. თანხმობა განგვიცხადა, რომ ეს 33% გაგვესაჯაროვებინა. მათი თანხმობით ვსაუბრობთ ამაზე.

ჩვენთან რჩება 33%. შეიძლება ხვალ ამ კომპანიას სხვა ქვეყანაში შესვლა მოუნდეს და სურდეს, რომ იქ სახელმწიფოს დაუტოვოს არა 33%, არამედ მხოლოდ 20%. ან საერთოდ არაფერი არ დაუტოვოს. 3-4 თვე გრძელდებოდა მოლაპარაკებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. იყო საუბარი იმაზე, თითქოს ეს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და სხვა საკულტო ნაგებობების მშენებლობას – არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე
Next: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.