Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას აქტიურად განაგრძობს

მარშალ პრესი 21/11/2025
585437229_1283007473868709_498366466979802867_n

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების განახლებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ევდოშვილის ქუჩის N2/10-ში განხორციელდა.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, გაკეთდა საბავშვო სივრცე, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდა, საპარკო სკამები და ურნები.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანსაც.

მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139 000 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილესთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

Post navigation

Previous: რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა
Next: ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.